/ ყველა ტიპის კურსები და ტრენინგები /

              / აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები /

                            / დაგეგმე მომავალი ნათელ ფერებში /

 

მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ ჩვენი კომპანიით დაინტერესებისთვის. ჩვენი სასწავლო ცენტრი ორიენტირებულია შემოიღოს თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული სასწავლო პროგრამები, ასევე ვცდილობთ პარალელურად სასწავლო კურსი შევუსაბამოთ საქართველოს ბაზარზე ამჟამად არსებულ მოთხოვნებს, რომლებიც დღითიდღე უფრო მომთხოვნი ხდება ხარისხისადმი.

უკვე ფართოდ ცნობილ სასწავლო პროგრამებთან ერთად ჩვენთან წარმატებით მოქმედებს სხვადასხვა ინოვაციური კურსები და ტრენინგები, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე სტანდარტებს ამ სფეროში. ჩვენი პროგრამები განსხვავებულ აზროვნებას აძლევენ ადამიანებს, რომ მათ ნათლად შეაფასონ თავისი მდგომარეობა და გამოიმუშაონ უნარი თავისი ძალებით მიაღწიონ ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ ტიპის ინოვაციურ კურსებს წარმოადგენენ: ელექტრონული კომერცია,  Forex და საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა ინტერნეტით და სხვა. პარალელურად ჩვენს სასწავლო ცენტრში მოქმედებს სტანდარტული პროფესიული კურსები: საბუღალტრო, საბანკო, ოფის და ადმინისტრაციული მენეჯერის, ტურიზმის, გაყიდვების, მარკეტინგის, HRM-ადამიანური რესურსების მართვის, კორპორატიული მენეჯმენტის  და სხვა საოფისე მიმართულების  კურსები და ტრენინგები, განსაკუთრებული წარმატებით მოქმედებს კომპიუტერული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებები.


ჩვენ გვყავს კვალიფიცირებული, გამოცდილი კადრები და კურსის დამთავრების შემდეგაც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ჩვენი კომპანია უკვე 10 წელია მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში და მყარად გვაქვს დაკავებული ჩვენი ადგილი.

ჩვენ ურთიერთობა გვაქვს საქართველოში არსებულ ბევრ ქართულ თუ უცხოურ კომპანიებთან. ახლო მომავალში მათი სურვილიდან გამომდინარე ჩვენ საუკეთესო კურსდამთავრებულებს სიამოვნებით გავუწევთ რეკომენდაციას, რასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეს კომპანიები.

ამჟამად კომპანიის ბაზაზე იქმნება ახალი სამსახური, რომლის მიზანი იქნება კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტების დახმარების გაწევა დასასაქმებლად. ჩვენ ცალკე ვაწარმოებთ წარჩინებული კანდიდატების მონაცემთა ბაზას, რომელიც პერიოდულად გადაეგზავნება კომპანიებს, მოხდება მათთან გასაუბრებები და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ტრენინგები, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ და დააკმაყოფილონ ამ კომპანიების მოთხოვნები.

ჩვენთან ასევე წარმატებით მოქმედებს საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამა Au-Pair (ძიძად მუშაობა / პარალელურად სწავლა). სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სპეციალურ გვერდზე: http://aupair.spar.ge

 

 

ჩვენი პარტნიორი სატები: 

http://codna.ge
http://www.lari.ge 

http://webgeorgia.ge
http://studio.spar.ge
http://www.allhome.ge 

 

 

 


 

 

 თუ გადაწყვიტეთ ისწავლოთ ჩვენთან: 

 

 

 

2015 © ყველა უფლება დაცულია


PR-CY.ru