-
 
 
             
 
 
      კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა
     ინტერნეტ-კომერციის კურსი
     კურსი: როგორ გახდე წარმატებულები
     თანამედროვე ტურიზმის ბიზნესი

     ტურების მოწყობა და მართვა

     ვაჭრობა Forex-ის ბირჟაზე
 
 

 FOREX -ის ტრეიდერი
 კურსის სტატუსი: ტრენინგი

  გაიცემა სერტიფიკატი

ამ კურსებზე Forex-ის გარდა ასევე შეისწავლება - სავალუტო, საფონდო და სასაქონლო ბირჟები. , NYSE, NYMEX, LSE,LME,MICEX,RTS. საბირჟო საქმიანობის არსი. ინსტრუმენტები.
- შესაძლებლობები და რისკები. აქტივების ინვესტირების მაქსიმიზირება და რისკების მართვა, ვაჭრობა ბირჟებზე. გარიგებების განხორციელების ტექნიკური მხარეები

სრული მასალა დაყოფილია 4 კურსად, რომლებიც თავის მხრივ ერთგვარ დამოუკიდებელ კურსებად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ანუ მაგალითად პირველი კურსის გავლის შემდეგ უკვე საკმარისია ადამიანმა დამოუკიდებლად დაიწყოს მუშაობა ბირჟაზე, მაგრამ სხვა კურსები იძლევა ისეთ სპეციფიურ ცოდნას, რომელიც ეხმარება მომუშავეს უფრო მეტი ანალიზი გაუკეთოს თავის გადაწყვეტილებებს და შეამციროს წაგების რისკი და მაშასადამე გაზარდოს მოგების შანსები.


    ფასიანი კურსის შინაარსი.

    1-ლი კურსი (15 შეხვედრა)
  1. გრაფიკები, პლატფორმა,ინსტრუმენტები.
  2. ფასები, ფუნდამენტალური ანალიზი;
  3. ფასებიის ტექნიკური ანალიზი;
  4. ტრენდი და არხი;
  5. ინდიკატორები(MA,MACD, RSI,Stoshastic, Momentum);
  6. რისკების შეფასება, Stop–ის არსი
  7. ფინანსური მენეჯმენტი,პოზიციის გახსნის დაგეგმარება
  8. ტრეიდერის ფსიქოლოგია

მცირე რაოდენობის ჯგუფებისათვის შესაძლებელია პრაქტიკული გაკვეთილები ჩატარდებს ონლაინ რეჯიმში სახლიდან გაუსვლელად, ბირჟაზე რეალურ რეჯიმში, დიდი ჯგუფებისათვის იგივე -ოფისში.




    2-ე კურსი (12 შეხვედრა)
  1. ტალღების თეორია;
  2. ტენდენციის ციკლები;
  3. ფრაქტალები;
  4. ვაჭრობის ოპტიმიზაცია;

მცირე რაოდენობის ჯგუფებისათვის შესაძლებელია პრაქტიკული გაკვეთილები ჩატარდებს ონლაინ რეჯიმში სახლიდან გაუსვლელად, ბირჟაზე რეალურ რეჯიმში, დიდი ჯგუფებისათვის იგივე -ოფისში.




    3-ე კურსი (10 შეხვედრა)
  1. ფინანსური მენეჯმენტის ოპტიმიზაციის მეთოდები;
  2. ინდიკატორთა კომპლექსური ანალიზი;
  3. ტენდენციის გამოვლინებიდან დასრულებამდე ტრეიდში შესაძლებლობების ;
  4. გამოყენება მინიმალური რისკებით;

მცირე რაოდენობის ჯგუფებისათვის შესაძლებელია პრაქტიკული გაკვეთილები ჩატარდებს ონლაინ რეჯიმში სახლიდან გაუსვლელად, ბირჟაზე რეალურ რეჯიმში, დიდი ჯგუფებისათვის იგივე - ოფისში.




    4-ე კურსი (8 შეხვედრა)
  1. ოფციონების ტიპები;
  2. ოფციონი Call;
  3. ოფციონი Put;
  4. გრაფიკის აგების პრინციპები;
  5. ოფციონის პრემია;
  6. ოფციონის პარიტეტის პრინციპები;
  7. ოფციონური სტრატეგიები.

მცირე რაოდენობის ჯგუფებისათვის შესაძლებელია პრაქტიკული გაკვეთილები ჩატარდებს ონლაინ რეჯიმში სახლიდან გაუსვლელად, ბირჟაზე რეალურ რეჯიმში, დიდი ჯგუფებისათვის იგივე -ოფისში.



თითო კურსის ღირებულება:


   - 2-5 კაციანი ჯგუფი - 380 ლარი;
   - ინდივიდუალური კურსის ღირებულების დადგენა ხდება შეთანხმებით.

კურზე ჩასაწერად აუცილებელია დაგვიკაშირდეთ ტელეფონით ან პირადად და ჩაეწეროთ, სწავლა დაიწყება ჯგუფის შესაბამისი ჯგუფის დაკომპლექტებისთანავე.

კურსის მიზანი

კურსის შესწავლის მიზანია საბირჟო საქმიანობისთვის საჭირო სპეციფიკური ცოდნის შეძენა. ტექნიკური ანალიზის და ფინანსური მენეჯმენტის პროფესიულ დონეზე ათვისება და ტრეიდერის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება

სწავლის შედეგი

ბირჟებზე საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ცოდნის პრაქტიკაში სწორად და სრულფასოვნად გამოყენება. ეს ერთადერთი კრიტერიუმია გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად შემოსავლის შექმნისათვის.

   
რა არის FOREX?

სიტყვა FOREX წარმოიშვა ინგლისური სიტყვებიდან (Foreign Exchange) , რაც ნიშნავს ”უცხოური გაცვლა”. FOREX-ზე ძირითადი საქონელი არის ფული. აქ ვაჭრობენ სხვადასხვა ვალუტით: ამერიკული დოლარებით, ევრო, შვეიცარული ფრანკით, იაპონური იენით და სხვა მყარი ვალუტებით.

FOREX -სი 70-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, როდესაც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ვალუტები ფიქსირებული კურსებიდან მცოცავ კურსებზე გადავიდნენ. FOREX მსოფლიოში არსებულ ბაზრებს შორის ყველაზე დიდი ბაზარია. მისი დღიური ბრუნვა 3 ტრილიონამდე აღწევს.

ბირჟებისაგან განსხვავებით FOREX-ის ბაზარს რაიმე კონკრეტული ადგილმდებარეობა არ გააჩნია. იგი ყველგანაა და თანაც არსად. უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების ბანკები (და კიდევ სხვა მსხვილი ფინანსური სტრუქტურები) ერთმანეთში ვაჭრობენ სხვადასხვა ვალუტებით. ვაჭრობა მიმდინარეობს კომპიუტერული ქსელების მეშვეობით მსოფლიოს ასობით ბანკში. FOREX ინტერნეტს წააგავს - იგი არავის არ ეკუთვნის, მას ვერავინ აკონტროლებს!

ვინ ვაჭრობს FOREX-ზე?

- ცენტრალური ბანკები (არა მოგების, არამედ უბრალოდ სავალუტო გაცვლების მიზნით)

- კომერციული ბანკები. ისინი აწარმოებენ კომერციულ ვაჭრობას, ასრულებენ კლიენტების შეკვეთებს სავალუტო გაცვლებზე;

- საბროკერო სახლები. ისინი ასრულებენ შუამავლის როლს დიდი ბანკების, ფონდების, საკომისიო სახლების და სადილერო ცენრებს შორის.

- ფიზიკური პირები (ტრეიდერები). მუშაობენ სპეკულაციური მიზნებისათვის იყიდონ ვალუტა იაფად და გაყიდონ ძვირად. ტრეიდერები მუშაობენ შუამავლების (ბანკები, სადილერო ცენტრები) მეშვეობით.

რატომ არის ეს შესაძლებელი ყველასათვის?

- FOREX-ის ბაზარი ერთადერთი კაპიტალის ბაზრებიდან, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში.

- თქვენ არ გეყოლებათ უფროსი, არც ქვეშევრდომი. თქვენ იქნებით თქვენივე პატრონი, არავინ განსაზღვრავს თქვენს სამუშაო გრაფიკსა და დასვენებას.

- FOREX-ზე მუშაობისას გთავაზობენ საკრედიტო მხარს, რაც 100-ჯერ აღემატება თქვენს ჩადებულ თანხას. ანუ ვაჭრობას იწყებთ 100$-ით და ბაზარზე რეალურად ვაჭრობთ 10 000 $-ით, რაც საშუალებას გაძლევტ მოიგოთ მეტი თანხა, ხოლო რისკზე დევს მხოლოდ თქვენი 100$-ის თანხა.

თუ თქვენ FOREX-ზე ვაჭრობა გსურთ პირველ რიგში გირჩევთ ეს საქმე შეისწავლოთ, შემდეგ კი ჩვენი მეშვეობით ან ჩვენს ქალაქში არსებული სადილინგო ცენტრების მეშვეობით ჩაერთოდ რეალურ ვაჭრობაში. სამუშაო კვირის ნებისმიერ მომენტში დღისით თუ ღამით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ იყიდოთ ან გაყიდოთ თქვენთვის სასურველი ვალუტა. მსოფლიოში სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო სხვადასხვა ვალუტების კურსები ერთმანეთის მიმართ იცვლება. სწორედ ამაზეა დაფუძნებული FOREX-ზე ვაჭრობით ფულის კეთების შესაძლებლობა, როგორც მაგალითად ნებისმიერი სავალუტო ჯიხური. უბრალოდ თქვენ ამ შემთხვევაში მსოფლიო სავალუტო ბაზარზე ახორციელებთ ამას, სახლიდან გაუსვლელად რათქმაუნდა.

ეს საქმიანობა ძირითადად განეკუთვნება ინტელექტუალური ტიპის ადამინებიბისათვის, რომლ;ებსაც აქვთ შანსი თავიანთი ცოდნიტა და შრომით დამოუკიდებლად შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. სადაც არ უნდა იყოს სახსი, სხვა ქალაქში, თუ დასასვენებლად, მთავარია გქონდეთ ინტერნეტი და თქვენ ეგრევე თქვენს სამუშაო ადგილზე გაცნდებით.

არავის არ გირჩევთ FOREX-ზე მუშაობის დაწყებას სპეციალური ცოდნის გარეშე. არ იჩქაროთ, გამოცადოთ თქვენი თავი, რადგან ასეთ შენმთხვევაში 99% -ია თქვენი წარუმატებლობისს და ფულის დაკარგვის შანსი. ჩვენ გთავაზობთ FOREX-ზე მუშაობის შესწავლას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალ ტრეიდერთან, რომელიც ძირფესვიანად გაგარკვევთ თუ რა როგორ ხდება, სადაა ჩამალული წყალქვეშა ნაღმები და ა. შ.

სწავლის პროცესში გაგეხსნებათ თქვენი ”დემო” (ვირტუალური) ანგარიში და თქვენ პირდაპირ რეალურ ბირჟაზე გაივლით პრაქტიკას და მიიღებთ ცოდნას, ჩაატარებთ რეალურ ოპერაციებს სავალუტო წყვილებზე და ა. შ. ყველაფერი ეს მოხდება პროფესიონალი ტრეიდერის ზედამხედველობის ქვეშ.

ეს არ არის ძალიან რთული და შეუძლია შეისწავლოს ნებისმიერმა მონდომებულმა ადამიანმა, მაგრამ არც ისე იოლიც, რომ უცებ გამდიდრდეთ. აბსოლუტური მოგების ფორმულა არ არსებობს, არსებობს მარტო კარგი ცოდნა, შინაგანი რწმენა, მონდომება, გამომუშავებული უნარჩვევები. ამ ყველაფერს თქვენ შეისწავლით ჩვენთან. თქვენ მიიღებთ იმ ცოდნას, რაც თქვენივე მონდომების და ნიჭის დამატების შემთხვევაში ძირფესვიანად შეცვლის თქვენს ახლანდელ ცხოვრებას.

შენიშვნა: წარჩინებით დამთავრებულებს სერტიფიკატთან ერთად გადაეცემათ ცენტრის რეკომენდაცია შესაბამის სტრუქტურებში სამსახურის დასაწყებად.




     უცხო ენები: ინგლისური, გერმანული. . .

     საბანკო საქმე

     ბუღალტერია ბასს სტანდარტებით
     ოფის და ადმინისტრაციული მენეჯერი
     ზოგადი და კორპორატიული მენეჯმენტი
     ადამიანური რესურსების მენეჯმენტი
     შიდა კომუნიკაციების მენეჯმენტი
     PR ტექნიკები და ეფექტური კომუნიკაციები

     მარკეტინგის სასწავლო კურსი

     გაყიდვების მენეჯმენტი
     დროის მენეჯმენტი
     პროექტებისა და ივენთების მენეჯმენტი
     კონტაქტი












   

   
უცხო ენები კომპიუტერული ტექნოლოგიები ბუღალტერია ბასს სტანდარტებით კონტაქტი
საბანკო საქმე თანამედროვე ტურიზმის ბიზნესი ოფის და ადმინისტრაციული მენეჯერი
მენეჯმენტი კურსი მარკეტინგის კურსი PR მენეჯერის კურსი
ბიზნესის ადმისტრირება, მართვა, წინ წაწევა.
 
© 2002 - 2011 SPAR ყველა უფლება დაცულია
PR-CY.ru