ვებ პროგრამირება

ვებ დიზაინი, ვებ პროგრამირების, ე.წ. ვებ დეველოპერის პროფესია ითვალისწინებს ვებ გვერდების (საიტების) შექმნას.  როგორც იცით ინტერნეტმა მოიცვა მთელი მსოფლიო. ადამიანთა უდიდესი ნაწილი ინტერნეტით ახორციელებს ინფორმაციის მოძიებას, კომუნიკაციას, ყიდვა-გაყიდვას, საქმიან ურთიერთობებს, ინტერნეტ ბიზნესს და სხვა. ინტერნეტში კი ყველაფერი ეს ხდება ვებ გვერდებზე. კომპანიები და უბრალოდ ფიზიკური პირებიც კი დაკვეთით ქმნიან ვებ გვერდებს, სადაც ახორციელებენ თავიანთ საქმნიანობას. ამის გამო ვებ პროგრამისტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ძვირადღირებულ პროფესიას. აღნიშნული პროფესიის ადამიანს შეუძლია თავისუფლად იმუშაოს რომელიმე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ან სტუდიაში, ან კიდევ ადვილად შექმნას თავისი საკუთარი ინტერნეტ ბიზნესი, გააკეთოს ვებ გვერდები (საიტები) დაკვეთით და სხვა. ვებ პროგრამისტის პროფესია ადამიანს აძლევს დასაქმების და მაღალი შემოსავლების მიღების გარანტიას. ჩვენს კომპანიას სასწავლო ცენტრის გარდა აქვს საკუთარი ვებ სტუდის განყოფილება, სადაც ჩვენი პედაგოგები პარალელურად მუშაობენ რთულ ვებ პროექტებზე, აქედან გამომდინარე ისინი პრაქტიკაშიც ძლიერი და გამოცდილი სპეციალისტები არიან.

ვებ დიზაინის პროფესიის ათვისების საფეხურები:

1.  ამ პროფესიის ათვისების მსურველმა პირველ რიგში უნდა გაიაროს პროგრამირების პირველი საფეხური: HTML, CSS პროგრამირების ენები და Javascript-ის პროგრამულ დანამატებთან ზოგადად მუშაობის უნარჩვევები. ვებ პროგრამირების ეს დონე უკვე ითვალისწინებს ე.წ. პროგრამულად შედარებით მარტივი ვებ გვერდების დამზადების შესაძლებლობას. ასეთ ვებ გვერდებს სავიზიტო, პრეზენტაციული ტიპის ვებ გვერდებს ეძახიან.  თუ პროგრამისტს სურს უფრო რთული პროგრამული (ინტერაქტიული, CMS-ის მართვის სისტემით) პროექტების შექმნა აუცილებელია გაიაროს მე-2 საფეხური;

2.  მე-2 საფეხური მოიცავს უფრო მაღალი პროგრამული დონის საიტების შექმნას. ამ ცოდნით უკვე შესაძლებელია ინტერაქტიული პროექტების განხორციელება, კორპორატიული ტიპის საიტების, ინტერნეტ მაღაზიების და სხვა ინტერნეტ ბიზნესის ტიპის საიტების შექმნა და ა. შ.

3.  ვებ დიზაინის (ვებ პროგრამისტის) პაკეტში ჩვენ ჩავდეთ ასევე ცალკე Javascript-ის პროგრამული ენის და ცალკე Adobe Flash-ის შესწავლა. აღნიშნული შესაძლებლობები ნებისმიერ ინტერნეტ პროექტს აძლევს შესაძლებლობას, რომ მისი დიზაინი იყოს უფრო ლამაზი, ანიმაციური, ეფექტური. Javascript იძლევა საშუალებას ვიზუალური ეფექტების გარდა ასევე შექმნას მომხმარებელზე ორინტირებული ინტერაქტიული პროგრამული დანამატები. ამ შესაძლებლობების სწავლა ცალ-ცალკე სასწავლო კურსებად გვაქვს წარმოდგენილი.

ქვემოთ მოცემულია ყველა საფეხურის შესწავლის პირობები:

ვებ პროგრამირება: I დონე

ვებ პროგრამირება: II დონე

Javascript - პროგრამული ენა

 


 

 

 

 

კურსებზე ჩაწერა: 

 

 

2015 © ყველა უფლება დაცულია

PR-CY.ru