MS Excell - მს ექსელი

MS Excell

Microsoft Office Excel 2019
მაიკროსოფთის საოფისე პროგრამა ექსელი

3 გაკვეთილი - 60.00 ლარი
მოქმედებს ონლაინ სწავლება

 

 

 


MS Office

საოფისე პროგრამების სრული პაკეტი
ფასები იხილეთ ქვემოთ

 


  

Excel-ის აღწერა 

აღნიშნული წარმოადგენს წარმოადგენს Microsoft Office -ის შემადგენელ პროგრამას, რომელიც ასევე აქტიურად გამოიყენებ საოფისე თუ სხვა სფეროებში. ის წარმოადგენს ცხრილის პროფესიონალურ რედაქტორს, რომელშიც არის ყველა საჭირო ფუნქცია ნებისმიერი სირთულის ელექტრონული ცხრილების შესაქმნელად. Microsoft Excel წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ კომპიუტერულ პროგრამას. რომლის საშუალებითაც კეთდება გაანგარიშებები, დგება ცხრილები და დიაგრამები, გამოითვლება უბრალო და რთული ფუნქციები. მისი მეშვეობით ასევე შესაძლებელია დიდ ცხრილებზე და მონაცემთა ბაზებზე მუშაობა. ეს პროგრამა შედის Microsoft Office–ს პაკეტის შემადგენლობაში და ამიტომ დაყენებულია პრაქტიკულად ყველა კომპიუტერზე. ცხრილების, დიაგრამებისა და ანგარიშების შედგენის, ყველაზე რთული გამოთვლების წარმოების შესაძლებლობა ხდის ამ პროგრამას პოპულარულს ბუღალტრებსა და ეკონომისტებს შორს. ამასთან, პროგრამა გამოირჩევა გასაგები ინტერფეისით და მოსახერხებელი გამოყენებით. აღნიშნული პროგრამა შესაძლებელია გამოიყენოს ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა სხვადასხვა გამოთვლების და სხვა მიმართულებით, ამიტომ მას საოფისეს დანიშნულების გარდა უფრო ღრმა პროფესიული გამოყენებაც აქვს, რაც რა თქმა უნდა პროგრამის უფრო ღრმა ცოდნას მოითხოვს კონკრეტული პროფესიიდან გამომდინარე.

თავისი არსით Microsoft Excel – ეს არის დიდი ცხრილი მასში მონაცემების შეტანისათვის. პროგრამის ფუნქციები იძლევიან შესაძლებლობას, რომ ციფრებთან ჩავატაროთ ნებისმიერი მანიპულაცია. ელექტრონული ცხრილი წარმოადგენს ძირითად საშუალებას, რომელიც გამოიყენება ციფრული ინფორმაციის დასამუშავებლად და ანალიზისათვის გამომთვლელი ტექნიკის საშუალებათა დახმარებით.

ამასთან, გარდა რიცხვითი და ფინანსური ოპერაციებისა, Microsoft Excel შეიძლება გამოყენებულ იქნას მონაცემთა ანალიზისათვის, რომელიც მომხმარებლის წინაშე შლის ფართო შესაძლებლობებს მონაცემების ავტომატიზაციისა და დამუშავებისათვის.

პროგრამის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის იძლევა რთული გამოთვლების განხორციელების საშუალებას. ანუ, გამოთვლის პროცესში ერთდროულად შეიძლება იმ მონაცემებით ოპერირება, რომლებიც განლაგებულია ელექტრონული ცხრილის სხვადასხვა ზონებში და ამასთან დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან გარკვეული დამოკიდებულებით. ასეთი გამოთვლების შესრულება ხორციელდება ცხრილის უჯრედებში სხვადასხვა ფორმულების შეყვანის შესაძლებლობით. გამოთვლების შესრულების შემდეგ შედეგი გამოისახება ფორმულებიან უჯრედში. ფორმულების ხელმისაწვდომ დიაპაზონში არის სხვადასხვა ფუნქციები – მიმატებისა და გამოკლებიდან დაწყებული ფინანსებთან ან სტატისტიკასთან დაკავშირებული გამოთვლების ჩათვლით.

ელექტრონული ცხრილის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს შედეგების ავტომატური გადათვლა, თუ შეიცვლება უჯრედების მნიშვნელობები. Excel შეიძლება გამოყენებულ იქნას ფინანსური გამოთვლების, ამა თუ ორგანიზაციის საკადრო შემადგენლობის აღრიცხვისა და კონტროლისათვის, გრაფიკების ასაგებად და გასაახლებლად, რომლებიც დამყარებულია შეტანილ რიცხვებზე.

ფაილს, რომლითაც ხდება Excel–ის მუშაობა, წიგნი ეწოდება. ის შეიცავს რამდენიმე სამუშაო ფურცელს, რომლებშიც შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა მონაცემები, დაწყებული ცხრილებიდან და დამთავრებული დიაგრამებითა და სურათებით. Microsoft Excel გათვლილია XML–ფორმატების მხარდასაჭერად და გამოყენებისათვის, ასევე შეუძლია გახსნას ისეთი ფორმატები, როგორიცაა CSV, DBF, SYLK, DIF.

უკანასკნელ ვერსიებში გამოიყენება ფორმატი OOXML (გაფართოება .xlsx). უფრო ადრინდელი ვერსიები იყენებდნენ ბინარულ ფორმატს გაფართოებით .xls.

 

 

MS Office
საოფისე პროგრამების სრული პაკეტი

დასწრებული ან ონლაინ სწავლება 
 

- სტანდარტული კურსი:

  1. კომპიუტერის აგებულება
  2. MS Windows 10
  3. MS Word 2013 / 2016 / 2019
  4. MS Excel 2013 / 2016 / 2019
  5. MS PowerPoint 2013 / 2016 / 2019
  6. Internet, E-mail
  7. Skype
  8. Winrar

 

ინდივიდუალური

ოფისში სწავლება: 180.00 ლარი
/12 გაკვეთილი (60-80 წთ)/

 

 

ჯგუფური: 2-3 კაცი

ფასი: 120.00 ლარი

/12 გაკვეთილი (60-80 წთ)/

 

ონლაინ კურსზე აქციიის სახით მოქმედებს მოქმედებს 20%-იანი შეღავათი, რომელიც აბსუტურად დასწრებულის იდენტურია და ტარდება მსოფლიოში აპრობირებული სისტემით


  

- განვითარებული კურსი:

  1. კომპიუტერის აგებულება
  2. MS Windows 7 / Windows 10
  3. MS Word 2013 / 2016 / 2019 - ზემოთ აღწერილი პროგრამა
  4. MS Excel 2013 / 2016 / 2019
  5. MS PowerPoint 2013 / 2016 / 2019
  6. MS Publisher 2013 / 2016 / 2019
  7. Internet Explorer
  8. E-mail
  9. MS Office Outlook
  10. Skype
  11. Winrar

 

ინდივიდუალური

ოფისში სწავლება: 250.00 ლარი
/17 გაკვეთილი (90 წთ)/


ჯგუფური: 2-3 კაცი

ფასი: 170.00 ლარი
17 გაკვეთილი (60-80 წთ)

 

ონლაინ კურსზე აქციიის სახით მოქმედებს მოქმედებს 20%-იანი შეღავათი, რომელიც აბსუტურად დასწრებულის იდენტურია და ტარდება მსოფლიოში აპრობირებული სისტემით


 

დასწრებულ სწავლებაზე გვიანი საათის (18.00 სთ-ის მერე) შემთხვევაში სწავლის ღირებულება იზრდება 30%-ით

 
  

დარეგისტრირდი კურსზე

 

 
 
 
 

MS Word 2019 - სასწავლო ვიდეო კურსი

 

 



 
 
 
 
 

 


 

 

 

 

კურსებზე ჩაწერა: 

 

 

2015 © ყველა უფლება დაცულია

PR-CY.ru