კორპორატიული მენეჯმენტი
 ზოგადი და  კორპორატიული  მენეჯმენტი.  კურსის სტატუსი: ტრენინგი. 
 გაიცემა სერტიფიკატი

 

კურსის შინაარსი.
  1. მენეჯმენტის ზოგადი განმარტება. მართვის აუცილებლობა. მართვის მეთოდები და მოდელები.
  2. ორგანიზაცია. სტრუქტურა. სტრუქტურული სქემების შექმნა.
  3. კომუნიკაციური მენეჯმენტი. შიდა და გარე კომუნიკაციები. პერსონალთან და მომხმარებელთან ურთიერთობის ძირითადი ტენდენციები. შიდა კორპორატიული და გარე სამომხმარებლო მენეჯმენტის თავისებურებები.
  4. კამპანიები. კამპანიის სახეები (საზოგადოებრივი, სოციალური, სარეკლამო, პრომო და ა.შ.), კამპანიების სახეები, მარკეტინგის და Pღ-ის როლი მართვაში. ყველაზე გავრცელებული ტერმინები. სარეკლამო და პრომო კამპანიებზე მუშაობა.
  5. მომხმარებელთან და მომხმარებელზე ორიენტირებული მენეჯმენტი. აუდიტორიისა და კომუნიკაციის განმარტება. მიზნობრივი ჯგუფები და ინტერესების მართვა.
  6. კრიზისები. კრიზისების მართვა. კონფლიქტები და ექსტრემალური PR.
  7. პროექტებზე მუშაობა. პროექტების მენეჯმენტის მთავარი კომპონენტები (მიზნები, ამოცანები; მიზნებისა და ამოცანების რიგითობა და ხარისხობრივობა).
  8. საკომუნიკაციო სტრატეგიასა და კონცეფციაზე მუშაობა.
  9. აქტივობების ორგანიზება. ვადები. ხანგრძლივობა. განხორციელების არეალი. დაგეგმარება. ძირითადი ტენდენციები.
  10. აქტივობის გავრცელება. მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები. კომპანიის იმიჯზე მუშაობა. საიმიჯო აქტივობები. მედიამოცვა და საინფორმაციო მხარდაჭერა. მედიასთან ურთიერთობა.
  11. განსახორციელებელ სამუშაოთა ჩარჩო-კონცეფციის შექმნა.
  12. თვითპრეზენტირება. პირად მონაცემთა შექმნა. საკუთარ რესურსებზე მუშაობა და შესაძლებლობების წარდგენა კომპანიაში.
  13. კორპორატიული აზროვნება. კონცეფცია `მე~ და ორგანიზაცია. საზოგადოებრივი და კორპორატიული სარგებლიანობა. კორპორაციის მიზნებთან ურთიერთობა და წინწაწევა.
  14. დროის მენეჯმენტი. დროის ორგანიზება და გადანაწილება. სამუშაო გეგმის კეისის შექმნა.
  15. თავისუფალი და შრომითი დროის მართვა. შრომითი დროის მენეჯმენტი და თავისუფალი დროის ორგანიზება. დაგეგმარება. მონიტორინგი. ანალიზი.

 

კურსის მიზანი: 

   -    სტუდენტებს შეასწავლოს მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები.

   -    შეუქმნას ნათელი და ზუსტი წარმოდგენა ზოგადი და კორპორატიული მენეჯმენტის შესახებ.

   -    გაიაზრონ ორგანიზაცია, გუნდი, ლიდერობა, მართვა, კორპორატიული ინტერესები და მენეჯმენტის სხვა ძირითადი ფასეულობები.

სწავლის შედეგები:

სასწავლო კურსის შედეგად, სტუდენტებს შეეძლებათ ზუსტი და პრაქტიკული წარმოდგენა იქონიონ მენეჯმენტის შესახებ, ამას გარდა, კურსში წარმოდგენილი პრაქტიკული სავარჯიშოების შედეგად, ისინი მოახერხებენ პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღებას, რაც დაეხმარებათ პროფესიულ დახელოვნებაში. კურსი დაფუძნებულია მენეჯმენტის თანამედროვე თეორიების განხილვაზე.

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები მიიღებენ მნიშვნელოვან ცოდნას მენეჯმენტის შესახებ, როგორც დისციპლინაზე და როგორც პროფესიაზე, ლექციების მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაცია და გამომუშავებული უნარ-ჩვევები სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს წარმატებით განახორციელონ ორგანიზაციის მართვა, ორგანიზაციული ქცევა, პირადი და კორპორატიული ინტერესების შეთავსება და ა.შ.


სრული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 
7 კვირას (20 ლექცია - შეხვედრა). სწავლა წარმოებს ყოველ მეორე დღეს (ხანგრძლივობა - 1 საათი 30 წუთი).

შენიშვნა: წარჩინებით დამთავრებულებს სერტიფიკატთან ერთად გადაეცემათ ცენტრის რეკომენდაცია შესაბამის სტრუქტურებში სამსახურის დასაწყებად.

 

 

 

 

  სრული კურსის ღირებულება: 


   - 3-5 კაციანი ჯგუფში - 350 ლარი;
   - 2 კაციანი ჯგუფში - 400 ლარი;

გვიანი საათის (18.00 სთ-ის მერე) ჯგუფებში სწავლის ღირებულება იზრდება 10-20%-ით
 
 
 
 

 


 

 

 

 

კურსებზე ჩაწერა: 

 

 

2015 © ყველა უფლება დაცულია

PR-CY.ru