AutoCAD


AutoCAD 
პროგრამა არქიტექტორებისათვის 
და დამპროექტებელ ინჟინრებისათვის


აღნიშნული გრაფიკული არქიტექტურულ პროგრამის შესწავლის ღირებულება
ჩვენს სასწავლო ცენტრში:

Autocad:  30 სთ-იანი კურსი / 400.00 ლარი; 


 

AutoCAD – ჭეშმარიტად შეუცვლელი პროგრამული უზრუნველყოფაა არქიტექტორებისათვის და დამპროექტებელ ინჟინრებისათვის. ეს არის მძლავრი, ფუნქციური და იმავდროულად მოხმარებაში მარტივი ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც რეალიზდება სხვადასხვა დიზაინერული პროექტი.

AutoCAD–ის მომხმარებლებს ყოველთვის აქვთ ხელთ დოკუმენტაციის ეფექტიანი სისტემა. ის იძლევა მრავალფეროვანი პროექტების შექმნის, ცხრილებთან და ტექსტურ ჩანართებთან მუშაობის შესაძლებლობას, აჩქარებს ნახაზების შემოწმებას, და ასევე ურთიერთქმედებს MS Excel–თან. უბრალოდ შეუძლებელია უკეთესი უტილიტას მოძებნა ორგანზომილებიან პროექტებთან სამუშაოდ, რადგანაც მას გააჩნია ყველაზე საჭირო ინსტრუმენტები.

პროგრამას გააჩნია მოხერხებული ინტერფეისი, მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია გამოსახულებების მასშტაბირება, ასევე პანორამული ფუნქციები. ნახაზების შესაქმნელი ძირითადი ფუნქციონალის გარდა, უტილიტა ბმულების მეშვეობით იძლევა მონაცემთა ბაზაში შენახული ობიექტების მიბმის შესაძლებლობას . AutoCad–ის კიდევ ერთი დამატებითი და ძალზედ სასარგებლო ინსტრუმენტია – ერთდროულად რამდენიმე ნახაზის ამობეჭდვა.

უტილიტას უკანასკნელი ვერსიას გააჩნია სამგანზომილებიანი პროექტირების ინსტრუმენტები, რომელიც იძლევა მოდელის სხვადასხვა კუთხით დანახვის შესაძლებლობას, შეიძლება მათი ექსპორტი ანიმაციის შესაქმნელად, ინტერფერენციის შემოწმება, მონაცემების ამოღება ტექნიკური ანალიზის ჩასატარებლად.

AutoCAD–ს გააჩნია ფაილების რამდენიმე ფორმატის მხარდაჭერა: 

- DWG – დახურული ფორმატი, რომელსაც ამუშავებს უშუალოდ უტილიტა; 
- DXF – ღია ფორმატი, რომელიც გამოიყენება პროექტირების სხვა ავტომატიზებული სისტემების მომხმარებლებთან მონაცემების მიმოცვლისათვის; 
- DWF – 3D–მოდელებისა და ნახაზების პუბლიკაციებისათვის.

ყველა ჩამოთვლილი ფორმატი იძლევა რამდენიმე ფენასთან მუშაობის შესაძლებლობას, რის შედეგადაც დაპროექტება ხდება უფრო მოხერხებული, რადგანაც მათი საშუალებით შესაძლებელია ყველა მოდელთან ცალ–ცალკე მუშაობა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ფენის გამორთვა, რის მეშვეობითაც იგივე ობიექტები ხდება უხილავი.

გარდა ამისა, პროგრამას გააჩნია შემდეგი ფორმატის ფაილების – SAT, DGN, 3DS – წაკითხვისა და ჩაწერის მხარდაჭერა (ექსპორტ/იმპორტის პროცედურების მეშვეობით) დღეისათვის ნამდვილი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე ვერ იმუშავებს ვერცერთი არქიტექტურულ–საპროექტო ბიურო. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც AutoCAD–ს გააჩნია არქიტექტურული პროექტების როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური დამუშავების მხარდაჭერა. ვიზუალიზაციის სპეციალური ალგორითმების მეშვეობით, მნიშვნელოვნად ჩქარდება დიდი მოცულობის რესურსების მქონე პროცესები. ამასთანავე, უტილიტაში გათვალისწინებულია დიდი ზომის მასალების დასაბეჭდად გამოყვანა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მსხვილი საპროექტო გეგმების შედგენისას.

 

 
 
 

 


 

 

 თუ გადაწყვიტეთ ისწავლოთ ჩვენთან: 

 

 

 

2015 © ყველა უფლება დაცულია

PR-CY.ru