Page Maker


Adobe PageMaker 
დიზაინერული პროგრამა პოლიგრაფიული ბეჭდვისთვის

 

მოქმედებს On-line და Off-line სწავლება

 


 დიზაინერული პროგრამა  პოლიგრაფიული ბეჭდვისთვის.
პროგრამის შესწავლის შირებულება ჩვენს სასწავლო ცენტრში:

Adobe PageMaker

ჩვენს ოფისში (Off-line)

 

6 სთ-იანი კურსი / 120ლარი; 

12 სთ-იანი კურსი / 220 ლარი

 


 

 

 

On-line (ინტერნეტით)

 

6 სთ-იანი კურსი / 75 ლარი; 

 

12 სთ-იანი კურსი / 140 ლარი

 

 




 

 

 

 

Adobe PageMaker – ეს არის პროფესიული პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვაგვარი პუბლიკაციების გაფორმება. ბროშურები, ფლაერები, სარეკლამო ფურცლები, სიახლეების წერილები და სხვა მრავალი ბეჭდვითი მასალა შესაძლებელია შეიქმნას და გაფორმდეს

Adobe PageMaker–ში. თქვენთვის საჭირო მასალების სწრაფად შესაქმნელად არსებობს შაბლონების უზარმაზარი ნაკრები, რომლებიც თქვენს პუბლიკაციებს პროფესიულ სახეს მისცემენ. თუმცა, რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ „ნულიდან“ შექმნათ ნებისმიერი დიზაინი.

Adobe PageMaker უპრობლემოდ ინტეგრირდება Adobe–ს სხვა დანართებთან, მათ შორის Adobe Illustrator–თან და Adobe Photoshop–თან. ამ პროგრამების ფაილების ფორმატები უერთიერთთავსებადებია.

მზა მასალების ბეჭდვა არ წარმოადგენს სირთულეს Adobe PageMaker–თან ერთად. პროგრამაში გათვალისწინებულია რიგი ფუნქციები ბეჭდვის პროცესის სრული კონტროლისა და გამართვისათვის.

აქვს სხვადასხვა პრინტერების მხარდაჭერა, სახლის უბრალო პრინტერით დაწყებული, ფართოფორმატიანი პროფესიულით დამთავრებული. პროგრამის საკვანძო თავისებურებებია:

პროფესიული ხარისხის პუბლიკაციების შექმნა.

შექმენით სხვადასხვა სახის პუბლიკაციები Adobe PageMaker–ის დახმარებით, ერთგვერდიანი ფლაერებიდან რთულ ანგარიშებამდე. შექმენით თქვენი პუბლიკაციები ნულიდან, ან გამოიყენებთ პროგრამაში ჩართული ასობით შაბლონი.

- გვერდების სწრაფი გაფორმების გარანტიას იძლევა ფიქსირებული ტექსტებისა და გრაფიკის ჩარჩოების, სხვადასხვა დიზაინის გვერდების ერთი პუბლიკაციის შიგნით და ასევე ფენების გამოყენება. 

- დაბეჭდეთ და დააფორმატეთ ტექსტი პირდაპირ გვერდის დიზაინში, ან გამოიყენეთ ჩართული ტექსტური რედაქტორი. სხვა პროდუქტებთან უპრობლემო ინტეგრაციის გარანტია. თქვენ არ მოგიწევთ დოკუმენტების კონვერტაცია მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი დანართი არ არის თავსებადი სხვა პროდუქტებთან. Adobe PageMaker მოგცემთ შესაძლებლობას დაუბრკოლებლად გაცვალოთ დოკუმენტები Adobe–ს სხვა პროდუქტებთან. 
- პროექტების გახსნა Adobe Illustrator–იდან და Adobe Photoshop–დან პირდაპირ PageMaker–ში. 
- გამოიყენეთ Data Merge–ს ახალი ფუნქცია ტექსტისა და გრაფიკის გასაერთიანებლად. რომლებიც, ბუნებრივია, თავდაპირველად ინახებოდნენ ელექტრონულ ცხრილებში და მონაცემთა ბაზებში. ბეჭდვა Adobe PageMaker გააჩნია სხვადასხვა სახის პრინტერებზე ბეჭდვის სხვადასხვა სტანდარტების მხარდაჭერა, სახლის პრინტერებიდან დაწყებული პროფესიული პრინტერების დონეზე. 
- გამოიყენეთ ფერების მართვა იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოთ ბეჭდვისას ფერების ხარისხსა და კონსისტენციაში. 
- გამოიყენეთ ბეჭდვის გაფართოებული პარამეტრები. შაბლონი დრო ძალზე ფასეულია. Adobe–ს პროგრამისტებმა იციან იმის შესახებ, რომ მათი პროგრამული უზრუნველყოფა უნდა დაეხმაროს დროის დაზოგვას. ამიტომაც Adobe PageMaker–ში ჩართულია უამრავი შაბლონი, რომლებიც თქვენს პუბლიკაციებს პროფესიულ სახეს მისცემენ. 
- გამოიყენეთ პროფესიული შაბლონები დასაგზავნი სიახლეების, ბროშურების, ანგარიშების, ფლაერებისა და ა. შ. სწრაფი გაფორმებისათვის. 
- შაბლონები შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს საჭიროებებს.

 
 
 

 


 

 

 

 

კურსებზე ჩაწერა: 

 

 

2015 © ყველა უფლება დაცულია

PR-CY.ru