შინაარსი:
- HRM-ის არსი, ფუნქციები, მიზნები, სისტემების დახასიათება.
HRM-ის არსი, მიზნები, სისტემის დახასიათება. HRM-ს კონცეფცია, განსაზღვრება, HR მოდელი. პერსონალის მუშაობის პრაქტიკული ასპექტები, თანამედროვე ტენდენციები. HR და პერსონალის მართვა. HR-ს აღქმა. HR-ს ძირითადი ფუნქციები და მოთხოვნები;
- მოტივაცია HRM-ში.
მოტივაციის ცნება HRM-ში. მოტივაციის პროცესის ზოგადი დახასიათება. მასლოუს საჭიროებათა იერარქია. საკუთარი ეფექტურობის გაზრდის გზები. აღიარების პროგრამები და დაქირავებულის მოტივაცია.
- HRM-ის მოთხოვნილებები და დაკმაყოფილება.
მოთხოვნილებები და დაკმაყოფილება. მიღწევის მოთხოვნილება. მოტივაცია სამუშაო პროცესში. მოლოდინის თეორია. სამუშაოს მოცულობის გაფართოვება.
- ლიდერობის კონცეფცია HRM-ში.
ლიდერობა და მართვითი უნარ-ჩვევები. ლიდერობის კონცეფცია. გუნდები და მათი შესაბამისობა. ლიდერობის კონცეფციის კლასიფიკაცია. ხელმძღვანელის ფუნქცია.
- HRM-ის პრაქტიკული ასპექტები.
HRM-ის დაგეგმვა. საკადრო ჩანაწერები. სამუშაოს თავისებურების ანალიზი. პერსონალის შერჩევა და გასაუბრება. გასაუბრების ჩატარება.
- ფსიქოლოგიური ფაქტორები HRM-ის წარმოებაში – ემოცია და განწყობა.
ფსიქოლოგიური ფაქტორები – ემოცია და განწყობა. ემოციის სხვადასხვა ასპექტები. ემოციებისა და განწყობის წყაროები. დაქირავებულზე ემოციური სამუშაოს გავლენა. ემოციური ინტელექტის მხარდამჭერი და წინააღმდეგი საკითხები. ემოციებისა და განწყობის ცნებების როლი HRM-ში.
- პერსონალის სწავლების პრინციპები და მართვა.
სისტემატური მიდგომა. სწავლების სტრუქტურა. სინამდვილის შემოწმება და შეფასება. სწავლების პროცესის მართვა. პროფესიული სწავლების მეთოდები. პროფესიული უნარ-ჩვევების სწავლება. ადეკვატური დამოკიდებულების გამომუშავება. ცოდნათა გათავისება. ხელმძღვანელი კადრების კვალიფიკაციის ამაღლება.
- ორგანიზაციული HRM-ის ტექნოლოგიები.
კადრების კონსულტირება. შეფასების ცენტრი, როგორც საკადრო სამუშაოს ტექნოლოგია. კონკურსი, როგორც პერსონალის ყურადღების მიქცევის ტექნოლოგია. ფირმის შიდა სწავლება, როგორც ორგანიზაციის საკადრო პოტენციალის განვითარების ტექნოლოგია. გუნდურობა, როგორც ორგანიზაციის მართვითი პოტენციალის ფორმირების ტექნოლოგია. საკადრო ფსიქოდიაგნოსტიკა.
- ცვლილება და HRM.
ცვლილების პარადიგმები. ცვლილების ბუნება. ცვლილების არსი. წინააღმდეგობის კულტურა. ცვლილების განზომილება. სუბსტანცია – ახალი პროგრამები, ძველი პრობლემები. ცვლილების მასტიმულირებელი ძალები. ცვლილების ორი შეხედულება. ლევინის სამეტაპიანი ცვლილების მოდელი. ფაქტორები, რომელიც ცვლილებებს ეწინააღმდეგება. ცვლილების სტრატეგიული მართვა. სტრატეგიული ცვლილებები. ცვლილების მართვის სტრატეგიების დაგეგმვისა და რეალიზაციის სახელმძღვანელო.
- საკადრო მენეჯმენტის კონფლიქტოლოგიური საკითხები.
კონფლიქტი. კონფლიქტის განსაზღვრება. კონფლიქტის პროცესი. კონფლიქტების სტადიები. კონფლიქტების კლასიფიკაცია. კონფლიქტის ტრადიციული, ადამიანური ურთიერთობის და ინტერაქციონისტური შეხედულებები. კონფლიქტის პოზიტიური ფუნქციები. კონფლიქტი, როგორც განვითარების ინსტრუმენტი. კონფლიქტის გადაჭრის ხუთი საშუალება. დისტრიბუციული და ინტეგრაციული გარიგება. ხუთი საფეხური მოლაპარაკების პროცესში. ინდივიდუალური განსხვავებების როლი მოლაპარაკების ეფექტურობაში. კონფლიქტების მოგვარების ტიპური შეცდომები.
- HRM და კორპორატიული PR.
კორპორატიული PR. PR. კომუნიკაციების მართვა კონფლიქტში (მეთოდოლოგიური საფუძვლები) PR. მენეჯმენტი: ტექნოლოგიური საფუძვლები.
- HRM -ის საერთაშორისო გამოცდილება.
ხელმძღვანელი კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიულ-ტექნიკური სწავლება. ნაციონალური განსხვავებები. დაქირავებულ მუშაკებთან ურთიერთობა დასავლეთ ევროპაში. მუშაკების მონაწილეობა. ნაციონალური განსხვავებები. პერსონალთა მართვის პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში. ძირითადი პრინციპები. უცხო ქვეყნებში მომუშავე მენეჯერები. უფლევა-ვალდებულებები. სოციალური საფუძვლები.
|
კურსის მიზანი:
- ტრენინგის მონაწილეებს შეასწავლოს ადამიანური რესურსების მენეჯმენტის (HRM-ის) არსი, მიზნები, სისტემები, ტექნოლოგიები;
- გაააზრებინოს HRM-ის ძირითადი პრინციპები, ორგანიზაცია, გუნდი, ლიდერობა, კოლეგიალობა, თანამშრომლობა და HRM-ის სხვა ძირითადი საკითხები;
- შეასწავლოს HRM-ის ფსიქოლოგიური ფაქტორები, პერსონალის სწავლების პრინციპები და მართვითი მიდგომები;
- დაახელოვნოს HRM-ის თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკულ ასპექტებში;
- მიიღონ ინფორმაცია HRM-ის წარმოების სპეციფიკისა და ნიუანსების შესახებ, ასევე ცვლილების არსის, კონფლიქტური სიტუაციებისა და კონფლიქტების მართვის შესახებ.
სწავლის შედეგები:
- სასწავლო კურსის შედეგად, ტრენინგის მონაწილეებს შეეძლებათ ზუსტი და პრაქტიკული წარმოდგენა იქონიონ ადამიანური რესურსების მართვის შესახებ;
- მომავალი სპეციალისტები მოახერხებენ HRM-ის წარმოებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღებას, ორგანიზაციაში ორგანიზაციისა და პერსონალის ინტერესების შეთავსებასა და კომუნიკაციების წარმართვას;
- ლექციების მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაცია და გამომუშავებული უნარ-ჩვევები შესაძლებლობას მისცემს წარმატებით წარმართონ ადამიანური რესურსების მართვა ორგანიზაციებში.
სრული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვე ლექციები ტარდება კვირაში 3-ჯერ (ლექციის ხანგრძლივობა - 1 საათი 30 წუთი). ლექციებს ატარებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები.
შენიშვნა: ჯგუფები იქმნება პერიოდულად. სწავლის დასაწყებად საჭიროა წინასწარ ჩაეწეროთ შესაბამის ფასიან ჯგუფში და დააფიქსიროთ ის დრო, რომელიც კატეგორიულად არ გაწყობთ.
|