კურსის შინაარსი:
- რა არის ინტერნეტი და რას ნიშნავს ვიცოდეთ ინტერნეტში მუშაობა. ინტერნეტში სამუშაო კომპიუტერული პროგრამების და საჭირო უნარ-ჩვევების განხილვა;
- ინტერნეტი და ბიზნესი. შევხედოთ ინტერნეტს ბიზნესის თვალით, e-ბიზნესის არსი, რეკლამა, დაგეგმვა;
- ინტერნეტ-ბიზნესის სახეობები და ფულის კეთების მეთოდები. ყველა მეთოდის დამოუკიდებელი და დაწვრილებითი ანალიზი რეალური მაგალითებით: მაღაზიები, აუქციონები, რეკლამა, google-ს სარეკლამო და პარტნიორული პროგრამები, შუამავლობა, ფულადი ერთეულების გადახურდავება, საფოსტო სპონსორები, სერფინგი, forex;
- ანგარიშსწორების სისტემები და საშუალებები ინტერნეტში. ელექტრონული ფულის არსი, რეალური საკუთარი ანგარიშის და საფულის შექმნა, გადახდების წარმოება, ადგილზე საქონლის მიწოდების საშუალებები;
- როგორ შევქმნათ ვებ-გვერდი ჩვენი ბიზნესისათვის, საჭირო პროგრამების განხილვა და ანალიზი, ამ სფეროში არსებული ტექნოლოგიებია, კონკრეტული კომერციული ტიპის ვებ-გვერდის შექმნა ჩვენივე ძალებით;
- კოპირაიტინგი, ტექსტების შექმნის ხელოვნება, მიმზიდველი რეკლამა, ხმოვანი და ვიდეო ფაილების შექმნა და ვებ-გვერდზე განთავსება;
- როგორ განვსაზღვროთ კომერციული პოტენცია ინტერნეტში;
- ვებ-გვერდის მარკეტინგი და ინდექსაცია ინტერნეტში;
- პირადი (შინაგანი) და გარე რესურსების გამოვლენა და ანალიზი მიზნის მისაღწევად. როგორ გავზარდოთ ჩვენი პოტენციალი;
- ფსიქოლოგიური მზაობა, რომ აკეთო ბიზნესი. წარმატებული და წარუმატებელი ადამიანის ნიშან-თვისებები. წარმატებისათვის აუცილებელი უნარჩვევები და წესები;
- პიროვნება და საქმის ორგანიზაციის ხელოვნება;
- ბიზნესის სამართლებრივი ფორმები საქართველოში, სრულფასოვანი ბიზნესის წარმოების უნარჩვევები და საჭირო რესურსები. ბიზნეს გეგმის არსი და მისი შედგენის ფორმა;
- რეზიუმე.
თვეში ერთხელ კურსის გასაცნობად ტარდება უფასო ლექცია, რის შემდეგაც მსურველებისგან დგება სასწავლო ჯგუფები
|
სრული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს მინიმუმ 2 თვე (40 საათი). ლექციები ტარდება ყოველ მეორე დღეს (ლექციის ხანგრძლივობა - 1 საათი 40 წუთი). ლექციებს ატარებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები.
შენიშვნა: ჯგუფები იქმნება პერიოდულად. სწავლის დასაწყებად საჭიროა წინასწარ ჩაეწეროთ შესაბამის ფასიან ჯგუფში და დააფიქსიროთ ის დრო, რომელიც კატეგორიულად არ გაწყობთ.
|