ArchiCAD ("არხიკადი") – ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი, რომელიც შემუშავებულია კომპანია Graphisoft–ის მიერ და წარმოადგენს ავტომატიზებული პროექტირების სისტემას არქიტექტორებისათვის. მისი დახმარებით შესაძლებელია არქიტექტურულ–სამშენებლო კონსტრუქციების, ასევე ლანდშაფტის ელემენტების, ინტერიერის და მათი მსგავსის პროექტირება. ArchiCAD–თან მუშაობის დროს გამოიყენება შენობის სამგანზომილებიანი ვირტუალური მოდელი. ასეთი შენობის დაპროექტების პროცესში არქიტექტორი იყენებს გარკვეულ ინსტრუმენტებს, რომელთა ანალოგების ნახვა შესაძლებელია რეალურ ცხოვრებაშიც. დაპროექტების დასრულების შემდეგ შესაძლებელია შესრულებულ პროექტზე მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღება (გეგმები სართულების მიხედვით, შენობის სპეციფიკაცია, მასალები პრეზენტაციებისათვის და ბევრი სხვა). პაკეტ ArchiCAD–ის ძირითადი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის იძლევა არა მხოლოდ შენობის ცალკეულ ნაწილებთან, არამედ მთლიან ნაგებობასთან მუშაობის შესაძლებლობას. პროექტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება აისახება გეგმებზე, სპეციფიკაციებზე, ექსპლიკაციებზე და სხვა დოკუმენტაციაზე. გარდა ამისა, პროგრამა დამოუკიდებლად გააკეთებს გამოთვლებს განახლებული მონაცემების გათვალისწინებით. პროგრამის ღირსებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს მჭიდრო ინტეგრაცია კომპანია GraphiSoft–ის სხვა პროდუქტებთან, რომელთა შორის შეიძლება გამოვყოთ MEP Modeler, EcoDesigner და Virtual Building Explorer. პირველი იძლევა საშუალებას საინჟინრო კომუნიკაციების შექმნის, რედაქტირებისა და იმპორტის შესაძლებლობას. EcoDesigner–ის დანიშნულებაა შენობის ენერგეტიკული გამოთვლების წარმოება, ხოლო Virtual Building შემუშავებულია პროექტის ინტერაქტიური პრეზენტაციებისათვის. სამწუხაროდ, პაკეტ ArchiCAD–ს გააჩნია რამდენიმე ნაკლიც. მათ შორის პირველია გადაწყვეტილებების მრავალვარიანტობის არქონა. ეს ნიშნავს, რომ პროექტის ერთი ფაილის ფარგლებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთი არქიტექტურულ–სამშენებლო გადაწყვეტილება. თუმცა, შესაძლებელია ამ ნაკლის არიდება ფენების კლასის გამოყენებით. მეორე ნაკლია – რთული გეომეტრიის მქონე ობიექტების შექმნის ცუდად განვითარებული სისტემა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სამგანზომილებიანი მოდელირების სხვა პაკეტების გამოყენება და მათი იმპორტი. პროგრამის საკვანძო თავისებურებები და პროგრამებია:
|
ყველა ტიპის კურსები და ტრენინგები!